|
2018-01-29 15:48:05, 2670 ნახვა
მსოფლიო
პარიზში მდინარე სენაზე წყლის სიმაღლემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია (ფოტო/ვიდეო)
პარიზში მდინარე სენაზე წყლის სიმღლემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დედაქალაქში წყლის დონემ 4 მეტრს გადააჭარბა, რის გამოც 1.500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, ასეულობით ადამიანია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. მედიის ცნობით, მდინარის ადიდების მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა. BBC წერს, რომ 5 თებერვლამდე შვიდი სარკინიგზო ხაზია დაკეტილი. საფრთხის გამო, მდინარეზე ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია. ნაწილობრივ შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილებაც. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ღირსშესანიშნაობების დიდი ნაწილი არ ფუნქციონირებს. წყალდიდობის საფრთხის გამო ლუვრის მუზეუმის ნაწილიც დაიხურა. ცნობისთვის, მდინარე სენაზე წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს 2016 წელს მიაღწია. მდინარის სიმაღლემ მაშინ ექვს მეტრს გადააჭარბა და 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|








epn.ge (@expressnews.ge)