|
2018-01-29 09:56:17, 1622 ნახვა
საზოგადოება
ავარიული ბაღებიდან სხვა ბაღებში გადანაწილებულ ჯგუფებს პერსონალი და ადმინისტრაცია გადაყვება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ავრიულობის გამო დახურული 4 საბავშვო ბაღიდან ჯგუფები მიმდებარე ბაღებში გადანაწილდნენ. პროცესს სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ხელმძღვანელობდა. „N19-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდნენ: N40, N23, , N39, სმენადაქვეითებულთა ბაგა-ბაღებში. ასევე გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით. N125-ე ბაგა ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდნენ: N84-34, N69, N98 და N94 ბაგა-ბაღებში. ამ შემთვევაშიც, გათვალისწინებული იქნება მშობლების სურვილი სხვა ბაღებთან მიმართებაში მათი საცხოვრებელი მისამართის გათვალისწინებით. N84-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელები გადანაწილდნენ: N31, N56, N143 ბაგა-ბაღებში ან სხვა საჯარო ბაღებში, მშობლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში. N64 ბაგა-ბაღის ჯგუფებს დღეიდან N10 საჯარო ბაღი მიიღებს. გადასულ ჯგუფებს პერსონალი და ადმინისტრაციაც გადაყვება“,-ნათქვამია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)