|
2018-01-27 15:48:41, 2502 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილის პარტია პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარშს 4 თებერვალს გამართავს
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფართო მასშტაბიანი მარში დააანონსა. როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში განაცხადა, მარში 4 თებერვალს ჩატარდება. მისივე შეფასებით, ნაწილობრივი შინაპატიმრობა მას პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით მიუსაჯეს. "ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ უკრაინას ოლიგარქები მართავენ. მესმის, რომ მთელ სისტემას ჩემი ეშინია. 12:00 საათზე დავიწყებთ შეკრებვას, სავარაუდოდ ტრადიციულად მსვლელობა შევჩენკოს პარკიდან დაიწყება და მაიდნამდე მივალთ", - განაცხადა სააკაშვილმა. მანს ასევე აღნიშნა, რომ 4 თებერვალს დაგეგმილი მარშის მთავარი მოთხოვა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი იქნება. შეგახსენებთ, რომ კიევის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე შინაპატიმრობა 22:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში გავრცელდება. ამასთან, სააკაშვილი ვალდებულია ელექტრონული სამაჯური ატაროს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)