02:21 - 07 Jul, 2026
|
2018-01-26 16:50:18, 2679 ნახვა
მსოფლიო
იულია ტიმოშენკო და რადას 9 დეპუტატი მზადაა, მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგეს
უკრაინის პარლამენტის 10-მა დეპუტატმა, მათ შორის პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ განაცხადეს, რომ მზად არიან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს თავდებაში ჩაუდგნენ. ამის შესახებ მათ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადეს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ და თავდებში ჩავუდგებით მიხეილ სააკაშვილს და ასევე სასამართლოს ვთხოვთ ძალაში დატოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა“, - განაცხადა იულია ტიმოშენკომ. შეგახსენებთ, რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი,მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 5 დეკემბერს დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობა და რუსეთიდან 500 ათასი დოლარის მიღება ედება ბრალად.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)