|
2018-01-26 13:17:20, 1721 ნახვა
კომენტარი
თუბა ჩაბუქი: აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, თუმცა მეუღლის ექსტრადირების შემთხვევაში, იძულებული ვიქნები, თურქეთში წავიდე
დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლის თუბა ჩაბუქის განცხადებით, ამჟამად საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს და ლტოლვილის სტატუსის მიღებაც სწორედ ამიტომ მოითხოვეს. თუმცა, მისივე განმარტებით, თუკი მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება მოხდება, იძულებული იქნება, შვილებთან ერთად თავადაც იქ წავიდეს: "თუ ჩემი მეუღლის ექსტრადირება მოხდება, იძულებული ვიქნები, შვილებთან ერთად თურქეთში წავიდე.აქ ამჟამად თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ, მირჩევნია აქ ვიყო, ამიტომაც მივმართეთ ლტოლვილის სტატუსზე.თურქეთში წასვლა ჩვენთვის საშინელი რამ იქნება",-განაცხადა ჩაბუქის მეუღლემ. ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების სარჩელი არ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტლოვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე,პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვდა, რაზეც მოსამართლეთა კოლეგიამ შოთა გეწაძის ხელმღვანელობით უარი განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)