02:20 - 07 Jul, 2026
|
2018-01-26 10:22:49, 2791 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ კორეის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 41 ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
სამხრეთ კორეაში, ქალაქ მირიანში საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა და 80-მდე დაშავდა. BBC-ის ცნობით, დაშავებულებიდან 9 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ხანძარი პირველ სართულზე, სასწრაფო დახმარების ოთახში გაჩნდა, რომელიც ძირითადად ხანდაზმული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. პოლიციის მონაცემებით, იმ დროისთვის შენობაში დაახლოებით 200 პაციენტი იმყოფებოდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. პოლიციის განცხადებით, მსხვერპლის რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება. მომხდარის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა მოიწვია და მთავრობას მსგავსი ტრაგედიების განმეორებისგან თავის ასარიდებლად, ზომების მიღება დაავალა. ქალაქი მირიანი ქვეყნის დედაქალაქ სეულიდან 270 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)