|
2018-01-25 18:27:27, 2140 ნახვა
კომენტარი
„ბახალას“ ადვოკატი: იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო შეცდომას გამოასწორებს
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) ადვოკატის გიორგი მახარაძის განცხადებით, არ არსებობდა საქმეში მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა. როგორც მან პარლამენტთან გიორგანაშვილის მხარდამჭერ აქციაზე „ყველა ერთისთვის“ განაცხადა, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთის გადაწყვეტილება რეალურად 2 პოლიციელის ჩვენების საფუძველზე მიიღო: „არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საღად მოაზროვნეს დაარწმუნებდა, რომ გიორგი გიორგანაშვილმა ჩაიდინა დანაშაული. საქმე გვაქვს ორი პოლიციელის ჩვენებასთან და ტაქსის მძღოლთან, რომელმაც თქვა, რომ არ დაუნახავს, როგორ ამოუღეს ნარკოტიკული ნივთიერება“,-განაცხადა ადვოკატმა. მან იმედი დაიტოვა, რომ სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას შეცვლის: „იმედი მაქვს, პირველი ინსტანციის შეცდომას სააპეცალიო სასამართლო გამაოსწორებს და სამართალი აღსრულდება“,-აღნიშნა გიორგი მახარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)