|
2018-01-25 18:02:53, 1918 ნახვა
კომენტარი
მაია გოიკოვიჩი: სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას
სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის მაია გოიკოვიჩის განცხადებით, სერბეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. როგორც მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორი ქვეყნის თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან, გოიკოვიჩმა საქართველოს სერბეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფები საქართველოში. ეს არის ისტორიული ვიზიტი მას შემდეგ რაც ჩვენ ვაღიარეთ საქართველოს დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობა, როგორც ეკონომიკურ ისე პოლიტიკურ სფეროებში, მათ შორის საპარლამენტო დონეზე. სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე მადლიერი ვართ იმ პოზიციისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვისაუბრეთ ასევე თანამშრომლობაზე, რომლის მიზანიც ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებაა", - განაცხადა პოლიტიკოსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)