|
2018-01-25 15:01:45, 2168 ნახვა
კომენტარი
მიკაილ კადიევი: რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში საფრთხე მემუქრება
დაღესტნელი საზოგადოებრივი აქტივისტი მიკაილ კადიევი აცხადებს, რომ რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში მას საფრთხე ემუქრება. კადიევის თქმით, საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ მას თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. მან აღნიშნა, რომ უწყებამ უარის თქმის მიზეზად, მის მიერ რუსეთში კრიმინალის ჩადენა დაასახელა, თუმცა უფლებადამცველის განმარტებით, ეს ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. "ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩეჩნეთში დაფიქსირდა არაერთი ზეწოლა უფლებადამცველებზე. ფიქსირდება ნარკოტიკული საშუალებების ჩადებისა და ზეწოლის ფაქტებიც. ზეწოლის მიზნით რუსეთის ფედერაცია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კრიმინალთან კავშირში მადანაშაულებს. ვფიქრობ, რუსეთში სათანადოდ არ დაიცავენ ჩემს უფლებებს. ლტოლვილთა სამინისტრომ უარი განმიცხადა სტატუსის მონიჭებაზე და ახლა კიდევ ჩემი პასპორტის ანულირება მოახდინა. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთში პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს", - განაცხადა მაკაილ კადიევმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)