|
2018-01-24 14:21:55, 2382 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ბრძოლისთვის მზადაა
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატმა გიორგი მახარაძემ გლდანის #8-ე საპყრობილი უკვე დატოვა. როგორც ადვოკატმა დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი გიორგანაშვილი ბრძოლისთვის მზად არის. "რაც ხდება გარეთ, ყველაფრის შესახებ მოვუყევი. საბრძოლო განწყობა აქვს. ფიქრობს, რომ ეს ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ასეთი საბრძოლო განყობით ვაგრძელებთ მუშაობას სამართლებრივი კუთხითაც, სოციალური აქტივობის კუთხითაც", - განაცხადა გიორგი მახარაძემ. შეგახსენებთ, რომ "ბახალას" გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების, ბუპრენორფინის შენახვის ბრალდებით 2017 წლის იანვარში დააკავეს.იგი წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)