|
2018-01-24 12:09:41, 1845 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი: კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, როგორც „მილანის“ გასახდელი
კახა კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, სავარაუდოდ, როგორც „მილანის“ გასახდელი, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წერვმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომელიც პარტიის სხვა წევრებთან ერთად თბილისის მთავრობის სხდომაზე დასწრების მიზნით მერიაში იმყოფებოდა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, დაცვა დეპუტატებს სხდომაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდა. "საკრებულოს სამი დეპუტატი მოვედით დედაქალაქის მერიაში, იმისათვის, რომ დავესწროთ თბილისის მთავრობის სხდომას. ჩვენი მანდატი არის იგივე რაც მთავრობის სხდომაზე მყოფებს აძლევს უფლებას, იმისა, რომ სხდომას დაესწრნონ. მაგრამ კახი კალაძეს დედაქალაქის მთავრობის სხდომათა დარბაზი წარმოუდგენია, სავარაუდოდ, როგორც "მილანის" გასახდელი. შესაბამისად, რატომღაც დაცვა არ გვაძლევდა უფლებას, რომ სხდომაზე შევსულიყავით", - განაცხადა საკრებულოს უმცირესობის დეპუტატმა. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს დეპუტატებს "ნაციონალური მოძრაობიდან" დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება მოგვიანებით მისცეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)