21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 13:51:39, 441 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო: რაც ჯანდაცვის სამინისტროში განხორციელდა, მთლიანად სამთავრობო გუნდის დამსახურებაა

„ის, რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში იყო არა მინისტრის, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის დამსახურება“,-ასე  გამოეხმაურა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციაზე NDI-ის  მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს, რომლის თანახმადაც ჯანდაცვის სამინისტრო მოწინავე ადგილზე დგას.
სერგეენკოს თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევა გამოქვეყნდება, რომელიც ახლოს დგას  NDI- კვლევის შედეგებთან.
„პირადად, მე არ გახლავართ სოციოლოგიური კვლევის სპეციალისტი, თუმცა შემიძლია გავაკეთო ასეთი შედარებები, რომ სულ მალე, ალბათ თვის ბოლოს ჩვენ გვექნება მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, რომელიც უკვე საერთაშორისოდ აღიარებულ ე.წ.  შიდა მეურნეობის კვლევის პრინციპზეა დაფუძნებული, რაც NDI-მ ამ შემთხვევაში გამოქვეყნა“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, სახელმწიფო უწყებებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს ლიდერობა ძალიან სასიხარულოა.
„ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ლიდერობა და აღიარება  ყოვლთვის გაზრდილ პასუხისმგებლობას  გულისხმობს, სხვა შემთხვევაში შეიძლება დიამეტრალურად  განსხვავებული დამოკიდებულება მივიღოთ  საზოგადოებისკენ. ეს არის ჩემი პოზიცია ამ საკითხზე. ასეთი ტიპის კვლევების შეფასებაში ექსპერტიზა გამიჭირდება, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში გატარებული შეფასებები დიდი მოწონებით  სარგებლობს.  არ ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გამოკვეთილი ლიდერია და ყველა სხვა დანარჩენმა არ გაატარა რეფორმები. ის რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში, იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად მთელი სამთავრობო გუნდის და მისი პოლიტიკის“,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics