|
2018-01-22 12:33:02, 1882 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - გიორგი ჭანტურიას სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის აღიარებას შს მინისტრის პირველი მოადგილე სთხოვდა
ყოფილი პროკურორის გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფეზე, როდესაც ის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში იყო დაკავებული, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზეწოლას ახორციელებდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პიროვნება ჭანტურიას აიძულებდა, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობა ეღიარებინა. "შესაბამისად ამ რეჟიმში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა გიორგი ჭანტურია", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა, მოგვიანებით კი გათავისუფლდა. მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)