|
2018-01-18 11:55:52, 2034 ნახვა
კომენტარი
გმირთა მოედანზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
გმიერთა მოედანზე, მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ქირურგმა გივი პისერევმა განაცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. "პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. არის მართვით სუნთქვაზე და მას ჩაუტარდა ოპერაცია. აღენიშნებოდა ჭრილობები მარჯვენა ბარძაყზე. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და აგრძელებს მკურნალობას", - განაცხადა ექიმმა. შეგახსენებთ, რომ გმირთა მოედანზე, გვიან ღამით, ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური დაპირისპირების შედეგად სამი ადამიანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა წინ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრილთაგან ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი პირი ადგილზევე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სსლკ-ის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)