|
2018-09-19 18:45:23, 3408 ნახვა
საზოგადოება
პროექტი „საარჩევნო სიების სრულყოფა“ გრძელდება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“ განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, პროექტის მიზანი სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის მაქსიმალურად სრულყოფილი ერთიანი საარჩევნო სიის გადაცემაა. სააგენტოს მიერ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, ცესკო უზრუნველყოფს კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული მოქალაქეების გადანაწილებას საარჩევნო ოლქებისა და უბნების მიხედვით. ამდენად, მისამართზე რეგისტრაცია მოქალაქის საარჩევნო სიაში მოხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. მოქალაქეთა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სწორი მონაცემების დაზუსტებისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის სრულყოფის მიზნით, 2018 წლის 1 მარტიდან 1 ნოემბრამდე სააგენტოში მიმდინარეობს აქცია, რომელიც პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადების საფასურის გადახდისგან ათავისუფლებს მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომლებსაც საარჩევნო სიაში მოხვედრის პრობლემა აქვთ. მათ შორის არიან რეგსიტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კონკრეტულ მისამართზე. პროექტის ფარგლებში თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორეში, არსებულ საზოგადოებრივ ცენტრში, რომელიც 27 აგვისტოს საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა რეგისტრაციიდან მოხსნილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ ხელახლა გაიარა რეგიტრაცია და პირადობის მოწმობის მისაღებად ჩააბარა განაცხადი, რომლის საფუძველზეც დარეგისტრირდება ამომრჩეველთა სიაში. 2018 წელს მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აქციით ისარგებლა 2100–ზე მეტმა რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქემ. საერთო ჯამში, 2016 წლიდან დღემდე 14500–ზე მეტმა რეგისტრაციიდან მოხსნილმა მოქალაქემ სრულიად უსასყიდლოდ აიღო ახალი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დარეგისტრირდა კონკრეტულ მისამართზე.
(NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)