23:57 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 18:43:05, 2624 ნახვა

მსოფლიო
რომის პაპს ჩილეში ნაჭერი ესროლეს (ვიდეო)

რომის პაპ ფრანცისკეს ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ხალხთან შეხვედრის დროს ნაჭერი ესროლეს.

პაპმა გაოცება ვერ დამალა, თუმცა ღიმილი შეინარჩუნა და მოსახლეობისთვის მისალმება განაგრძო.

მანამდე რომის პაპი სანტიაგოში, იმ ადამიანებს შეხვდა, რომლებზეც კათოლიკე მღვდლებმა ან დიაკვნებმა სექსუალურად იძალადეს.

პაპის შეხვედრა ძალადობის მსხვერპლ ადამიანებთან დახურული იყო და დამსწრეთა ვინაობაც მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.

"ვიცი, რამდენად მტკივნეულია ბავშვთა მიმართ სქესობრივი ძალადობის შემთხვევები. ჩვენ ძალიან გვჭირდება, ერთად გადავლახოთ ეს ბოროტება“, - განაცხადა პაპმა.

ცნობისთვის, დაგეგმილ ვიზიტს მუქარები უძღოდა წინ. დედაქალაქ სანტიაგოში სამ კათოლიკურ ეკლეს თავს დაესხნენ. უცნობმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს და ტაძრებს ცეცხლი წაუკიდეს. მათ ბროშურებიც დატოვეს, რომელშიც რომის პაპს მოკვლით ემუქრებოდნენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics