23:55 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 17:00:51, 2645 ნახვა

მსოფლიო
აშშ პალესტინელი ლტოლვილების დახმარებას შეამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატების პალესტინელი ლტოლვილების დახმარებას შეამცირებს.

კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პალესტინელი ლტოლვილებისთვის განკუთვნილი გაერო-ს დახმარების სააგენტოს დაფინანსება 125 მილიონი დოლარიდან, 60 მილიონამდე შემცირდება.

ფინანსური დახმარება იყინება, თუმცა მისი სრული გაუქმება ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ჰითერ ნაუერტის თქმით, გადაწყვეტილებას არაფერი აქვს საერთო პალესტინელების „დასჯასთან“ მათი უარის გამო ისრაელთან მოლაპარაკებებზე ან პალესტინელების მიერ გაერო-ში კენჭისყრის ჩატარებასთან, რასაც აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საერთაშორისო დაგმობა მოჰყვა.

„ეს ნაბიჯი არავის დასჯისკენ არ არის მიმართული“, - განაცხადა ნაუერტმა და იქვე დასძინა, რომ აშშ აღნიშნული სააგენტოს დასაფინანსებლად მხოლოდ 60 მილიონ დოლარს გამოყოფს.

გაერო-ს დახმარების სააგენტოს ორგანიზაციის წევრები ნებაყოფლობით აფინანსებენ. აშშ ფინანსური დახმარების პირველი დონორია, რომელმაც 2016 წელს სააგენტოს 368 მილიონი დოლარი გადაურიცხა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics