|
2018-01-17 16:01:05, 1811 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ჩვენი მიზანია, დეოკუპაციისა და შერიგების მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს
ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების აღებას გამოეხმაურა. როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მთავრობა საერთაშორისო ფორმატების მეშვეობით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დეოკუპაცია მოხდეს. „ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო ფორმატების მეშვეობით, რომელიც მოქმედებს და ჩვენი პარტნიორების, იმ დიალოგისა და დისკუსიის მეშვეობით, რომელიც იმართება, მივაღწიოთ როგორც ბარიერების მოხსნას, ასევე დეოკუპაციას და მეტი შერიგების, ახალი შესაძლებლობების გაჩენას, როგორც ოკუპაციის ხაზს მიღმა მცხოვრებ ადამიანებთან, ასევე ზოგადად საზოგადოებებს შორის უფრო მეტი კონტაქტის თვალსაზრისით“, - განაცხადა მინისტრმა. ცნობისთვის, ხურჩა-ნაბაკევის ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა მავთულხლართები 200 მეტრით გადაწიეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)