|
2018-01-16 18:59:46, 1816 ნახვა
კომენტარი
„ბასიანის“ დაცვის უფროსი: პროკურატურას კითხვები არ ჰქონია, უბრალოდ საქმის მიმდინარეობა გამაცნეს
კლუბ „ბასიანის“ დაცვის სამსახურის უფროსმა, ზვიად მესხმა თბილისის პროკურატურა დატოვა. როგორც მესხმა საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცველებს მისთვის კითხვები არ დაუსვამთ და მხოლოდ საქმის მასალებს გაეცნო. „კითხვები არაფერი არ ჰქონიათ სამართალდამცავებს, უბრალოდ საქმის ვითარებაში ჩამაყენეს, გამაცნეს მთლიანად საქმის მიმდინარეობა, კურსი. კითხვები გამიჩნდა, თუმცა კონკრეტულად ახლა ვერ ვისაუბრებ, არ შემიძლია. არაფერი შეუსაბამობა არ იყო, უბრალოდ დამიბარეს და გამაცნეს რაც ხდება დღეს“, - განაცხადა მესხმა. შეგახსენებთ, 13 იანვარს, კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს, მოქალაქე თ.ქ.-მ შსს 1 და ობიექტის დაცვის 2 თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრა. ბრალდებულის დაკავება დანაშაულის ადგილზე მოხდა. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გირაოს გამოყენების შესახებ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)