|
2018-01-11 13:55:14, 2032 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე იან კელის შეხვდა
თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. თბილისის მერმა აშშ-ის ელჩს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ დედაქალაქის ეფექტური განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავა. „დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ის ელჩს ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით, თუ რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს. ვისაუბრეთ ასევე, პრიორიტეტებზე, რაც ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგებას ეხება. საცობების თვალსაზრისით, ქალაქში სერიოზული პრობლემები არსებობს და ჩვენ, უახლოეს დღეებში ვაპირებთ, წარმოვადგინოთ სტრატეგია, რომელიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 62 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერმა. იან კელის თქმით, დასაფასებელია ის ძალისხმევა და აქტიურობა, რომელსაც დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა თბილისის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართავს. აშშ-ის ელჩმა თბილისის მერს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. „მოხარული ვარ, რომ თბილისის მერს შევხვდი. მისგან მოვისმინე, თუ რა მიაჩნია ქალაქის განვითარების პრიორიტეტებად. თბილისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქია, არამედ იმიტომაც, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია. ძალიან სასიხარულოა, რომ მერი აპირებს, ძალისხმევის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს. ეს შეეხება ყველა მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ჩვენც - საელჩოს, რადგანაც თბილისის ნაწილი ვართ“, - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. (NS)
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)