20:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 14:21:29, 485 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო საუზმეზე ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხი  და ამ მიმართულებით საქართველოს და სხვა ქვეყნების როლი განიხილეს. საუბრისას ყურადღება ასევე გაამახვილეს საქართველოს, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის თანამშრომლობის საკითხებზე.

„შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პოზიტიური როლი რეგიონში. აქცენტი ასევე  გაკეთდა საქართველოს გაწევრებაზე ენერგოგაერთიანებაში; ხაზი გაესვა ამ კუთხით მიღწეულ გარკვეულ პროგრესს და მოლაპარაკებების პროცესში მოქნილობის აუცილებლობას, რათა ყველა წესი მაქსიმალურად შეჯერდეს, ყველა შეთანხმება მაქსიმალურად წარიმართოს იმ მიმართულებით, რომ არ დაზარალდეს გარკვეული ტიპის შეთახმებები და მოხდეს საზოგადოების ინტერესის გათვალისწინება.  შეხვედრისას მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა  საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით“, - განაცხადა  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics