17:54 - 27 Jul, 2026
|
2018-01-09 17:01:10, 2640 ნახვა
საზოგადოება
ფილოსოფოსი მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ ნანეიშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიხეილ ნანეიშვილი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1961 წელს თსუ-ს ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლობდა სახელმწიფო კონსერვატორიაში ფორტეპიანოს სპეციალობით. 1990 წელს ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1992 წელს არჩევნებში კენჭს იყრიდა პარტიული სიით, გახდა პარლამენტის წევრი, 1992-1993 წ.წ. იყო ფრაქცია „ლიბერალების” თავმჯდომარე, 1992-1995 წ.წ. - საკონსტიტუციო ჯგუფის წევრი. მიხეილ ნანეიშვილის აქტიური საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს მშენებლობას უკავშირდება. ჰყავს მეუღლე, მზია კეკელიძე და 1 შვილი.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)