21:33 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-09 16:20:37, 2437 ნახვა

მსოფლიო
ირანში საპროტესტო აქციების დროს 3700-მდე ადამიანი დააკავეს

ირანში საპროტესტო აქციების დროს 3700-მდე  ადამიანი დააკავეს.

ინფორმაციას The Washington post-ი ავრცელებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანებს სხვადასხვა სამართალდამცავი ორგანოები აკავებდნენ, დაკავებულთა ზუსტი რიცხვის დასახელება შეუძლებელია. დაახლოებით ეს რიცხვი 3700-ს შეადგენს“, - განაცხადა განათლების საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის წევრმა მაჰმუდ სადეგიმ.

ირანის სხვადასხვა ქალაქებში 2017 წლის 28 დეკემბრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა.  შეტაკებების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციელი.

ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ აქციები შიდა პრობლემებითა და უცხო ქვეყნების მხრიდან წაქეზებით არის გამოწვეული.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics