|
2015-05-12 11:02:28, 443 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აშშ–ს უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და შეერთებული შტატების ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემებს. ყურადღება გამახვილდა რიგის სამიტისთვის მზადების პროცესზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი საქართველოს მეგობარი სახელმწიფო და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ყურადღება გამახვილდა გლობალური უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაესვა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას. პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულ სარდლობასა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართულ–ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება–„ღირსეული პარტნიორი“ ორ ქვეყანას შორის მტკიცე სამხედრო თანამშრომლობის კიდევ ერთი დადასტურებაა. მანვე ჩარლზ კაპჩანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით, განხორციელებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა რეგიონში შექმნილი ვითარება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის. ქართული მხრიდან შეხვედრას ვიცე–პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)