21:54 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 09:13:36, 395 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ევროპის სავაჭრო სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში  ევროპის სავაჭრო -სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტს რიჩარდ ვებერს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპალატას იმ მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროპის სავაჭრო პალატებს შორის. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ევროპალატაში წევრობა საქართველოს საშუალებას აძლევს დააკავშიროს ქართული კომპანიები ევროპულ კომპანიებს და ჩართული იყოს ევროკავშირის მნიშვნელოვან ბიზნესზე ორიენტირებულ პროგრამებში, როგორიცაა მაგალითად East Invest.

საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და  ევროპული ბიზნესის დაინტერესების მნიშვნელობას  საქართველოს ეკონომიკური ზრდისათვის.

შეხვედრას  საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი და  პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საგარეო მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.

ევროპალატა მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ქვეყნებს ფარავს და მასში  შედის 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ფედერალური პალატები.

წევრი პალატების ხაზით ევროპალატა ფარავს: 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ კომპანიას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics