|
2018-01-04 12:56:17, 1995 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის ექიმი: უწმინდესმა თქვა, რომ არ არის მისი დაბადების დღის ზარ-ზეიმით აღნიშვნის დრო და საშუალება
ოფიციალური მიღება და საზეიმო ვახშამი, კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საპატრიარქოში არ გაიმართება. საზეიმო ვახშმის გადადების ერთ-ერთ მიზეზად პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. როგორც პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა, “არის გარკვეული პრობლემები“. "ის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და აქტიურია, ხვდება ხალს და მილოცვებს ღებულობს“, - აღნიშნა შარტავამ. პატრიარქის კიდევ ერთი ექიმის, მანანა შეროზიას თქმით, ილია მეორე თავს ნორმალურად გრძნობს და ღონისძიების არჩატარების მიზეზი, მისი პირადი სურვილია. ”უწმინდესმა თქვა, რომ ახლა არ არის ამის დრო და საშუალება, რომ ზარ-ზეიმით აღვნიშნო ჩემი დაბადების დღე, ეს იყო მიზეზი, რომ უწმინდესმა უარი თქვა პომპეზური დაბადების დღის აღნიშვნაზე“, - განაცხადა მანანა შეროზიამ. ცნობისთვის, საპატრიარქოში დღეს ჩანიშნული ერთადერთი ღონისძიება ბიბლიის ახალი ვერსიის პრეზენტაციას უკავშირდება. აღნიშნულ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრებიან.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)