15:41 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 10:39:11, 1934 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა სამინისტრომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის  სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით,  სამინისტროში სტაჟირებას გაივლიან.

თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს სწავლის შეღავათიანი საფასურით ისარგებლონ.

ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა მოაწერეს.

(NS) 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics