|
2017-12-28 16:24:08, 2536 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: სპეცოპერაციის შემდეგ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სუს-მა ეს პირობა შეასრულა
„წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ ამ საქმეს კომპლექსური გამოძიება მოჰყვებოდა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს პირობა შეასრულა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაშიფრულია ტელეფონებიდან და კომპიუტერიდან ამოღებული ინფორმაცია, მოპოვებულია მტკიცებულებები, მოიძებნა სამალავი და დადგინდნენ ხელშემწყობი პირები. „ამ ყველაფრით უკვე დასტურდება, რომ ტერორისტული მოქმედებები დაგეგმარების პროცესში იქნა აღკვეთილი. როგორც ჩანს მზადდებოდა თავდასხმები არამხოლოდ საქართველოში, არამედ, საქართველოს ფარგლებს გარეთაც. მადლობას ვუხდი ჩვენს სპეცსამსახურებს, რომ პროფესიონალიზმის და თავდადების ფასად საზოგადოების უსაფრთხოებას იცავენ. მადლობა ამერიკელ კოლეგებსაც მტკიცე მხარდაჭერისთვის, საქართველო ამ გამოწვევების წინაშე მარტო არ არის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)