|
2017-12-28 15:50:55, 1974 ნახვა
საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერი გაიხსნა
ჩუღურეთის ვერჰარნის ქუჩის N7-ში ახალი სკვერი გაიხსნა. კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, საბავშვო მოედანი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა განათებები, სავარჯიშო ტრენაჟორები, სავალი ბილიკები კი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის განცხადებით, სკვერების რეაბილიტაცია მომავალ წელსაც გაგრძელდება. „ჩუღურეთის რაიონში გვაქვს ტერიტორიები, სადაც სხვადასხვა პროექტი ხორციელდება. ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, მჭიდრო კომუნიკაციით, ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ, მათ შორის, სპორტული მოედნების, სკვერების რეაბილიტაციასა და სხვას“, - განაცხადა ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა. ჩუღურეთის რაიონში ახალი სკვერის გახსნას თბილისის საკრებულოს დეპუტატი რიმა ბერაძე და პარლამენტის წევრი გიორგი ვოლსკი ესწრებოდნენ. მიმდინარე წელს, ჩუღურეთის რაიონს ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
(NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)