01:04 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 19:21:15, 2712 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი დავით ისაკაძე: ნარკოტიკის არანაირი ოდენობა არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად

"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ერთ-ერთი ლიდერის, დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა ერთპიროვნულად არ უნდა განიხილოს.

როგორც ისაკაძემ განმარტა, საკითხი პარლამენტმა საზოგადოებას უნდა გადასცეს განსახილველად. 

"ჩვენი, საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა საუბარი ოდენობაზე. რა ოდენობა შესაძლოა ჩაითვალოს მისაღებად და რა შეიძლება არ ჩაითვალოს მისაღებად. ჩვენი მოსაზრება ასეთია - რომ არანაირი ოდენობა არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად. პირიქით ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ამ უბედურებისგან.

ჩვენი უმორჩილესი თქოვნა იქნება და არა მარტო ჩვენი, მინდა პატრიარქის პოზიცია გაგაცნოთ, ეკლესიის და მღვდელმთავრების. უნდა შედგეს ფართო მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მარტო თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ, ნუ გახდებით ასეთი დიდი პასუხისმგებლობის მქონე საკითხის გადამწყვეტი ორგანო. მოგვეცით საშუალება საზოგადოებას გავეცნოთ ყველაფერს რასაც თქვენ განსახილველად გამოიტანთ", - განაცხადა დეკანოზმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics