|
2017-12-27 15:16:12, 1912 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: უსაფრთხოების კუთხით რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება, მით უფრო მწვავე იქნება ოპოზიციის განცხადებები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება უსაფრთხოების კუთხით და ეკონომიკური პროექტები განხორციელდა, ოპოზიციის მხრიდან მით უფრო მწვავე განცხადებები გაკეთდება. ამ კომენტარით ვოლსკი ახმეტის რაიონში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა, რომლის დროსაც ერთი ახალგაზრდა თავის არეში დაიჭრა. „სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს, სახალხო დამცველი საკითხს სწავლობს და შენიშვნები და მოსაზრებები რასაკავირველია საინტერესო იქნება, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობისათვის, რომელიც ასევე ძალიან დეტალურად სწავლობს საკითხს.რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მეტი ეკონომიკური პროექტი იქნება, მით უფრო მწვავე და მწარე იქნება ეპითეტები და განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მოდის. მასთან არ უნდა იყოს შესაბამისობაში სახალხო დამცველის განცხადებები და ამის იმედი გვაქვს“,-განაცხადა ვოლსკიმ. ოპოზიცია ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)