13:00 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 16:07:22, 2568 ნახვა

საზოგადოება
ოთარ აბესაძე რეანიმაციაში გადაიყვანეს

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ჩაფიძის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

აღნიშნული „ექსპრესნიუსს“ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

„ოთარ აბესაძე  ახლა რეანიმაციაში გახლავთ გადაყვანილი, ის მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. გარკვეული გამოკვლევები უნდა ჩატარდეს იმისთვის, რომ გვითხრან დიაგნოზი. დღეს ალბათ პენიტენციურ დაწესებულებაში  ვერ დააბრუნებენ“,-განაცხადა ირმა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, იგი დღევანდელ პროცესზე შეუძლოდ გახდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics