|
2017-12-25 14:19:53, 1851 ნახვა
საზოგადოება
კონსტანტინე სულამანიძე: მომხმარებელთა უფლებების დაცვა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის გარანტიების შექმნა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ერთ - ერთი უპირველესი ამოცანაა, - ამის შესახებ გაზეთ „ბანკები და ფინანსებთან“ საბრისას სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ განაცხადა. მის თქმით, 2017 წლის თებერვლიდან უკვე მოქმედებს კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიების მხრიდან მომხმარებელთან ურთიერთობის ნორმებს და სტანდარტებს. მომხმარებელთან კონტაქტი ფიქსირდება არა მხოლოდ კონტრაქტის დადების პროცესში, არამედ უკვე გაცნობის და სერვისის შეთავაზებისას. ეს ინფორმაციები ერთმანეთს უდა შეესაბამოდებს კონტაქტის ორივე მომენტში, რათა გამოირიცხოს არაკეთილსინდისიერი მიდგომები. ამ მიმართულებით სადაზღვეოებმა უკვე დაიწყეს მუშაობა ივნისიდან , ხოლო ჩვენ დავიწყებთ ადგილზე ინსპექტირებას 2018 წლიდან. ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი მიზანია, მსგავსი მიდგომებით კარგ ფორმაში ვამყოფოთ სადაზღვევო კომპანიები, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებლის საუკეთესო ინტერესი. ბუნებრივია, სამსახურის მიზანი, სწორედს ექტორის ფინანსური მდგრადობა, ხარისხიანი სერვისების უზრუნველყოფა, ბაზრის შეუქცევადი ზრდა და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებაა“, - აცხადებს სულამანიძე.
(NS)
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)