19:00 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 10:59:15, 428 ნახვა

პოლიტიკა
გურიის გუბერნატორად გია სალუქვაძე დაინიშნა

გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად გია სალუქვაძე დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურიის ახალ გუბერნატორს დღეს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა მას  წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ–მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის.

გურიის ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის მეცნიერებათა დოქტორი. იგი დღემდე იკავებდა სს გეს "საქრუსენერგო"  გენერალური დირექტორის მრჩეველის პოსტს. არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics