22:46 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 22:03:16, 2031 ნახვა

კომენტარი
მელია: კვირიკაშვილი პასუხს აგებს კანონის მთელი სიმკაცრით

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დაპირისპირების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილს „ქუჩის ბიჭი“ უწოდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „კვირიკაშვილი კრიმინალის და ქურდული გაგების რომანტიზაციის ხელშემწყობია“.

"კვირიკაშვილი აგებს პასუხს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად, კანონის მთელი სიმკაცრით. ეს უმსგავსობა და უსამართლობა დასრულდება ძალიან მალე. ქვეყანა ჩაფლულია ჭაობში, შექმნილ ვითარებას ეწირება ბავშვები, ახალგაზრდები, ათასი მოზარდი ჩაფლულია. არანაირი განვითარება, არანაირი რეფორმა გატარებული. ადამიანი მოდის, არც ერთ კითხვაზე პასუხს არ სცემს, თურმე არაფერია მუხთარლის გატაცება. ეს არის ქუჩის ბიჭი, არათუ ნომინალური ადამიანი, როგორ უნდა ებრძოლოს კრიმინალს, როდესაც თავად არის ხელშემწყობი ქურდული გაგების რომანტიზაციისა და ესთეტიზაციის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics