09:57 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 14:10:22, 2147 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს საზღვარზე სახის ამომცნობი კამერები მონტაჟდება

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანიდატის გიორგი გახარიას განცხადებით,  საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო  საზღვარზე სპეციალიზირებული კამერები მონტაჟდება.

გახარიას განმარტებით, საერთო ჯამში საზღვარზე  400-მდე ასეთი კამერა განთავსდება.

„მინდა გაგახაროთ, რომ საზღვარზე კამერების აღჭურვის კომპონენტში ცოტა უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯს ვაკეთებთ და საზღვარზე იქნება სპეციალიზირებული კამერები დამონტაჟებული, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე. პროცესი ახლა მიმდინარეობს. გარკვეულ ადგილებზე უკვე დგას, დაახლოებით, 400-მდე ასეთი კამერა განთავსდება, ერთ-ერთ საგამოძიებო პროცესში დაგვეხმარა კიდეც  ძებნილი პიროვნების აღმოჩენასთან დაკავშირებით. არის სპეციალიზირებული კამერები, სახის ამომცნობი კამერები, რომლებიც აფიქსირებენ და იდენტიფიცირებას ახდენენ ძებნილი პიროვნების. ეს იქნება ისეთ ადგილებზე, რომლებიც გამოავლენს სამართალდამრღვევებს, ან არასასურველ პირს და მოხდება მათი იდენტიფიცირება“,-განაცხადა  გახარიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მთავრობის განახლებული  შემადგენლობა პარლამენტში ნდობის მისაღებად იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics