21:38 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-20 12:11:07, 1685 ნახვა

კომენტარი
გახარია: კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო სწრაფად რეაგირებდეს გამოწვევებზე

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას კრიმინალური პოლიციის ეფექტურობის გაძლიერებასა და რეფორმირებაზე  ისაუბრა.

გიორგი გახარიას განცხადებით, კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს მეტად ეფექტიანი და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას.

„კრიმინალური პოლიციის ნაწილში დღეს აუცილებლად უნდა გამოიყოს რამდენიმე პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველი ეს გახლავთ ის, რასაც ჰქვია საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება. რა თქმა უნდა ცალკე უნდა იყოს დეტექტივთა დივიზიონი, თუმცა აქაც აუცილებელია ერთიანი სინერგიის ეფექტი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ ცალკე არის გამოსაყოფი მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, ე.წ. უბნის ინსპექტორების ინსტიტუტი, რომელმაც კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს მოქალაქეებთან ურთიერთობის კომპონენტი. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რის საფუძველზეც  კონცეპტუალურად უნდა მოხდეს კრიმინალური პოლიციის რეფორმირება და შემდგომ მისი განვითარება“,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

გიორგი გახარიას თქმით, ამ რეფორმის ძირითადი შინაარსი უკვე არსებობს და  უახლოეს პერიოდში, იანვრიდან მისი განხილვა  საერთაშორისო პარტნიორებთან მოხდება.  თებერვალში კი უკვე შესაძლებელი იქნება პირველადი დრაფტის პარლამენტისთვის წარდგენა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
საქართველოში რუსულენოვანთა რაოდენობა თითქმის 19%-ით გაიზარდა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics