|
2017-12-19 11:08:17, 2610 ნახვა
მსოფლიო
ეველინ ფარკასი: Javelin-ები რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ საქართველოზე თავდასხმა ძვირი დაუჯდება
ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი ასისტენტის ეველინ ფარკასის განცხადებით, ჯავშან-საწინააღმდეგო სისტემა Javelin-ი რომელსაც ამერიკა თბილისს მიჰყიდის, რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი სამხედრო თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება. როგორც ფარკასმა აღნიშნა, ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება დიდი წინსვლაა. "ვფიქრობ ეს არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაც კია. 2012-დან 2015 წლამდე თავდაცვის სამ სხვადასხვა მდივანს მე პირადად ვურჩევდი "ჯაველინების"მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებას. ობამას ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურდა, რამაც საკითხი ღიად დატოვა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ძალიან მიხარია, რომ საბოლოო ჯამში, საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ გადაიხდის იარაღის საფასურს საქართველო. ჯერ არ ვიცით გამოყოფს თუ არა ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის იმდენ დახმარებას, რომ "ჯაველინების" სრული ფასი დაიფაროს. თუმცა, საქართველოს, სავარაუდოდ ექნება სისტემის ეტაპობრივი შესყიდვის საშუალება", - განაცხადა ფარკასმა. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, სწრაფად იმოქმედოს და გააკეთოს ყველაფერი ამ იარაღის მისაღებად. "ეს თავდაცვითი იარაღია, რომელიც რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება - დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები და განადგურდება რუსული ტანკები. რუსები ყოველთვის იქნებიან გაღიზიანებული საქართველოს მთავრობის ამა თუ იმ ნაბიჯით. ადამიანებმა უბრალოდ უნდა შეიმუშავონ უნარი ყურადღება არ მიაქციონ რუსეთის გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნას. სხვა რისი გაკეთება შეუძლიათ გარდა იმისა, რომ ისაუბრონ იმაზე, რომ გაღიზიანებული არიან. ეს თავდაცვითი სისტემაა, რომლის ერთადერთი მიზანი რუსეთის მხრიდან დამატებითი სამხედრო მოქმედების შეკავებაა. ამ იარაღს რეგიონში სამხედრო ბალანსის შეცვლა უბრალოდ არ შეუძლია და ეს ყველამ იცის. გარდა ამისა, საქართველოს მხრიდან ამ მიზნის დასახვა სრულიად წარმოუდგენელია, ჯაველინები აუცილებელი იარაღია იმისთვის, რომ საქართველოს თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს", - განაცხადა ფარკასმა. თავდაცვის მდივნის ყოფილი მრჩეველი მიიჩნევს, რომ ამერიკის მიმდინარე პოლიტიკა ობამას პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თავის მხრივ, ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკის გაგრძელება იყო. მისივე განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკის ყველა ადმინიტრაცია აღიქვამს, როგორც ახლო პარტნიორს, რომელთანაც მომავალშიც სურს თანამშრომლობის გაგრძელება. "ასე გვსურს დავინახოთ დემოკრატიულად უფრო ძლიერი საქართველო, რომელიც რეგიონში ეკონომიკური ძალა იქნება და რომელსაც საკუთარი საზღვრის დაცვა შეეძლება. მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ფიქრობდეს ხალხი ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან კავშირზე, ვფიქრობ საქართველოს მიმართ პოლიტიკა უცვლელი რჩება. ტრამპის შემთხვევაში კი, ჯაველინების მიყიდვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაცია საქართველოს დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს", - განაცხადა ფარკასმა.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)