|
2017-12-19 10:22:27, 1987 ნახვა
საზოგადოება
„ნახალოვკა“ თბილისის მერიის სუპერთასის მფლობელია
კვირას, 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, 35-ე სკოლის საფეხბურთო სტადიონზე -"მარაკანა", „თბილისის მერიის სუპერ თასის“ ფინალი გაიმართა, რომელიც თბილისის მერიის, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისა და ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი პროექტია. ფინალურ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისის უმაღლესი ლიგისა და თბილისის მერიის თასის გამარჯვებულები, „სეუ“ და „ნახალოვკა“. მატჩის დასაწყისი ორმხრივ შეტევებში წარიმართა, თუმცა “სეუს” შეტევები უფრო სახიფათო იყო და ერთ-ერთი ასეთი ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაციის შემდგომ გიორგი მოდებაძემ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და „სეუ“ დააწინაურა. გატანილი გოლის შემდეგ „სეუს“ რამდენჯერმე მიეცა უპირატესობის გაზრდის შანსი, თუმცა გადამწყვეტ მომენტში არ უმართლებდათ. ერთ-ერთი ამგვარი გაფუჭებული მომენტის შემდეგ დაწყებული კონტრიერიში გიორგი ალავიძემ გოლად აქცია და მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, მატჩის ბედი საფეხბურთო ლატარიამ გადაწყვიტა, სადაც უფრო ზუსტები „ნახალოვკის“ ფეხბურთელები აღმოჩდნენ (4:1) და თბილისის მერიის სუპერთასიც დაისაკუთრეს. გამარჯვებულ გუნდს, ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თასი და სიმბოლური პრიზები გადაეცა. პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“. ინტერნეტპორტალები: “sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“,“1news.ge”, “epn.ge”, რადიო „ჯაკო“.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)