11:43 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-09 10:48:46, 630 ნახვა

სამართალი
შსს-მ დიდუბეში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1959 წელს დაბადებული გელა ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გელა ა. ყაჩაღურად თავს დაესხა მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს და ჯიხურის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოთხოვა. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა დავით ბ-მ თავდასხმისას გელა ა-ს წინააღმდეგობა გაუწია. თავდამსხმელმა დავით ბ-ს მიმართულებით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შედეგად დავით ბ-მ ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს და განაიარაღეს. დავით ბ. ამ დროისათვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics