15:44 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-15 13:12:35, 2647 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას ჩრდილოეთ კორეის საკითხი განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტსა და მის რუს კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

Alarabiya-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საკითხზე ისაუბრეს.

ლიდერებმა დეტალურად განიხილეს არსებული ვითარება და ამ თემაზე კომუნიკაციის შენარჩუნების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას თეთრი სახლი და კრემლის პრესსამსახური ადასტურებს. ამასთან, თეთრი სახლში განმარტეს, რომ სატელეფონო საუბრის შესახებ მოგვიანებით სპეციალური განცხადება გაკეთდება.

რამდენიმე დღის წინ შეერთებული შტატების მთავრობამ ფხენიანთან დიალოგის დაწყების სურვილი გამოთქვა. ვაშინგტონში გამართულ ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე რექს ტილერსონმა განმარტა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. ამ თემას ვლადიმერ პუტინი წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების მიერ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად გამოეხმაურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics