15:47 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-14 14:35:56, 1975 ნახვა

მსოფლიო
ილჰამ ალიევი: აშშ-მა იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  სტამბოლში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის შესახებ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობისა და ამერიკის საელჩოს ამ ქალაქში გადატანის შესახებ, შემაშფოთებელია.  ეს გადაწყვეტილება ნეგატიურად იმოქმედებს ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სამართლიან და ყოველმხრივ დარეგულირებაზე და  შესაძლოა, ჰქონდეს საშიში შედეგები ახლო აღმოსავლეთისთვის.  ამერიკამ  ამ გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს“, - განაცხადა ალიევმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარებს. ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელში აშშ-ის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაინაცვლებს. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, ისრაელის სამართალდამცველებსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები დაიწყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics