17:32 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 19:12:45, 504 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი"ნაციონალურ მოძრაობას": მცხეთისა და ბაგრატის იუნესკოს სიიდან ამოღების საფრთხე, თქვენი არასწორი ქმედების გამო დადგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვედრილი სამი ძეგლიდან, ორის- ქალაქ მცხეთისა და  ბაგრატის ტაძრის ამოღების საშიშროება.
როგორც ღარიბაშვილმა პრალმენტში განაცხადა, ეს საფრთხე თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ არასწორად განხორციელებული  სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო დადგა.
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობების სიიდან მხოლოდ 3 ძეგლი არის იუნესკოს სიაში მოხვედრილი.ერთი გახლავთ ბაგრატის ტაძარი, მეორე -მცხეთა, მესამე ჩაჟიში. მცხეთაც და ბაგრატიც დღემდე დგას საფრთხის ქვეშ, რომ ისინი ამოიღონ იუნესკოს სიიდან.სწორედ თქვენი არასწორი ქმედების, არასწორი პოლიტიკის გამო, არასწორად განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დადგა ეს საფრთხე.ეს არის თქვენი მთავრობის პასუხისმგებლობა.მცხეთას რაც შეეხება, გუშინ მოვისმინეთ ვაშაძის კრიტიკა წულუკიანის მისამართით.ბატონო გიორგი, სანამ იშოვიდეთ სამსახურს ბატონ მღებრიშვილთან, შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენს დროს დაწყებულმა სამუშაოები მცხეთაში, დააყენა საფრთხის ქვეშ მცხეთის, როგორც კულტურული ძეგლის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის,  იუნესკოს სიიდან ამოღება. თქვენ უნდა გრცხვენოდეთ",-მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics