|
2017-12-11 17:50:20, 1966 ნახვა
ეკონომიკა
ქუმსიშვილი: 2017 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე 2017წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები შეაჯამა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17,6 პროცენტითგადააჭარბა და 594,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2017 წლის I – III კვარტლებში განხორციელებული ინვესტიციების ჯამურ ოდენობას, „საქსტატის" მონაცემებით, მან 1,346.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის 3 პროცენტით მეტია. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, 2006 წლიდან მოყოლებული, 2017 წლის III კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტიპირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა აზერბაიჯანიდან, რაც მთლიანიმოცულობის 25,9 პროცენტია, აგრეთვე თურქეთიდან (მთლიანი მოცულობის 23.3 პროცენტი), გაერთიანებული სამეფოდან(10.7 პროცენტი) და ნიდერლანდებიდან (10.4 პროცენტი) და სხვ. რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებს სექტორულ ჭრილში, წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის III კვარტალშიყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში (საერთო მოცულობის 29.9 პროცენტი), მშენებლობაში გვაქვს დიდი ზრდა (19,5 პროცენტი), ენერგეტიკაში (12.2 პროცენტი) და საფინანსო სექტორში (12 პროცენტი). ამასთან, 2017 წლის III კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი მატებაა სასტუმროებისადა რესტორნების ნაწილში. პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2016 წლის III კვარტალში აღნიშნულ სექტორში 12 მლნაშშ დოლარის ინვესტიცია დაფიქსირდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ინვესტიციამ სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილში30 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
(NS)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)