|
2017-12-11 15:11:04, 1692 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე აშენდება ავტოსადგომი და საფეხმავლო ქუჩები მოეწყობა
თბილისის მერმა კახა კალაძემ ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყებასთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. როგორც მერმა აღნიშნა, ორბელიანის ქუჩაზე აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია-გამაგრება დაიწყება. „პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ ეს არის ისტორიული შენობა-ნაგებობები, რომელიც ამ უბანში არსებობს. მინდა გითხრათ, რომ აქ აშენდება ავტოსადგომი, მოეწყობა საფეხმავლო ქუჩები და დაიწყება უნიკალური შენობა-ნაგებობების რესტავრაცია. ეს მოედანი, ეს პროექტი არის შემადგენელი ნაწილი იმ დიდი კონცეფციის, რომელიც მთლიანად, ძველ ისტორიული თბილისის რეაბილიტაციას მოიცავს. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ქალაქი არის ტურისტულად მიმზიდველი. გვაქვს მიზანი, რომ ეს მიზიდულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ძალიან სასიხარულოა ის, რომ ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქალაქში, თუმცა პოტენციალი ამ მიმართულებით არის ძალიან დიდი. ასევე ჩვენი მთავარი ინტერესია, მეტიც ვალდებულებაა ძველი თბილისის მოსახლეობისთვის ამ უბანში, ამ შენობებში ცხოვრება გავხადოთ კომფორტული და უსაფრთხო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ოჯახს, რომლებიც თაობებია ამ სახლებში ცხოვრობენ და შეძლებისდაგავრად უნიკალური იერსახე შეუნარჩუნეს ძველ თბილისს დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემთვის ყველა ის ადამიანი ვინც მოერგო ამ შენობებს, ამ ქუჩებს, არ დააზიანა ფასადები, სადარბაზოები და მთლიანობაში ეს უნიკალური არქიტექტურა დღევანდელ დღემდე მოიტანა არის ნამდვილი საპატიო თბილისელი. თბილისის ისტორიული ნაწილი იყო და იქნება ამ ქალაქის დახვეწილი გემოვნების, ჩვენი ხალხის უნიკალური ტოლერანტობის, აზიის და ევროპის არქიტექტურის ჰარმოინიული შერწყმის და ურბანული ქალადგეგმარების სტილის ჩამოყალიბების. ჩვენი ვალია, ჩვენი ვალდებულებაა ამ ქალაქის წინაშე ეს სახე არ დავაკარგინოთ, შევინარჩუნოთ და ჩვენს შემდგომ თაობებს ღირსეულად შემოვუნახოთ და შემდეგ გადავცეთ. თბილისი მარადიულია იმიტომ რომ ისტორიულად ნებისმიერი ეროვნების მოქალაქეები სიყვარულით და მზრუნველობით ჰქმნიდნენ ამ მარადიულობას. ჩვენს სიყვარულით ავაშენებთ, სიყვარულით გადავცემთ ჩვენს მომავალს, მის თითოეულ ქუჩას და ეზოს. ჩვენი მუშაობის ათვლის წერტილი ზუსტად იწყება აქედან, სადაც ვიმყოფებით - ორბელიანის მოედნიდან“,-განაცხადა კახა კალაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)