|
2017-12-11 13:24:37, 1959 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის განვითარების ბანკის პრეზიდენტს ჭენ ჭძიესა და მის თანხმლებ დელეგაციას შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე. უწყების ცნობით, განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება პარტნიორობაზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და ჩინეთს შორის ისეთი გლობალური ინიციატივის მასშტაბით, როგორიცაა „ერთი სარტყელი - ერთი გზა". დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის ძირითად პრინციპებს საქართველო მხარს უჭერს. მისი თქმით, საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილია, იმ მარშრუტს კი, რომელიც გადის საქართველოზე, უკვე აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სახელი და ცნობილია, როგორც „შუა" ან „ცენტრალური" კორიდორი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის საკითხები „ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში. აღინიშნა, რომ ჩინეთის განვითარების ბანკს 30 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი აღნიშნული ინიციატივის მონაწილე ქვეყნებში პროექტების დასაფინანსებლად. შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოში ჩინეთის განვითარების ბანკის რეგიონალური ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზარდა ჩინური კომპანიების, მათ შორის, საბანკო ინსტიტუტების ინტერესი საქართველოს მიმართ. ასევე განხილული იქნა ჩინეთის განვითარების ბანკის კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებები და პროექტები. აგრეთვე ის მხარდაჭერა, რომელსაც აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია ჩინურ კომპანიებს საქართველოს საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობის შემთხვევაში აღმოუჩენს. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობაზე ჩინურ მხარესთან ერთობლივი ეკონომიკური, ინდუსტრიული და სხვა სახის თავისუფალი ზონების შექმნის მიმართულებით და აღნიშნა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც საქართველო და ჩინეთი ხელს შეუწყობენ ჩინური საწარმოების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური ზონების მშენებლობას და თანამშრომლობას საწარმოო შესაძლებლობების სფეროში. ეკონომიკური ზონები მოიცავს ინდუსტრიულ ზონებს, ინდუსტრიულ პარკებს, ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პარკებს, ინდუსტრიული კლასტერების პარკებს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს. (NS)
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)