|
2017-12-10 14:17:01, 1970 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის შეფასებით, სკოლაში რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება, რომლის დროსაც ორი მოზარდი გარდაიცვალა. უწმინდესი სულიერ აღზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ სკოლაში რელიგიის ისტორია უნდა ისწავლებოდეს: "არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი, ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება, განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს იმის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები. ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები", - ბრძანა პატრიარქმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)