|
2015-05-08 14:41:06, 550 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ დასრულდა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობა“ დასრულდა. 14 აპრილს, დედაენის დღეს გახსნილი ექსპოზიცია „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურისათვის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭებას“ მიეძღვნა და მისი მიზანი ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშების საზოგადოებისათვის წარდგენა იყო. ექსპოზიციამ საზოგადოების, განსაკუთრებით კი მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. გამოფენას თბილისის არაერთი სკოლა ეწვია. აღსანიშნავია, რომ ექსპოზიციას მიმდინარე წლის ივნისში თელავში მდებარე კახეთის რეგიონული არქივი უმასპინძლებს. დამთვალიერებელს საშუალება ექნება იხილოს როგორც ქართველ მეფეთა და კათალიკოს-პატრიარქთა მიერ გაცემული საბუთები, ისე პალიმფსესტური ფურცლებისა და მინიატურების შემცველი უძვირფასესი ხელნაწერები. მათ შორის: ანბანდიდი სახარება (IX საუკუნე), XII-XIII საუკუნეების მინიატურილი სახარება, ასევე, მინიატურული ლოცვანი, ჰიმნოგრაფიული კრებული, პალიმფსესტური სახარება, მარხვანი და სამოციქულო, გიორგი ერისთავის „გაყრა“ (XIX საუკუნე), დავით თუმანიშვილის საისტორიო კრებული (XIX საუკუნე); მეფეების: გიორგი მეორის, დავით IV აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის სიგელები; არსენ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის, კათოლიკოს ანტონ პირველის საბუთები და სხვა.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)