|
2017-12-09 17:03:25, 2159 ნახვა
საზოგადოება
მეუნარგიას ქუჩაზე ახალი სკვერი მოეწყო
ჩუღურეთის რაიონში, მეუნარგიას ქუჩის N58-ში ახალი სკვერი გაიხსნა. სკვერი იმ ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც წლების განმავლობაში ნაგავი უნებართვოდ იყრებოდა კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე ჩუღურეთის რაიონის გამგებელმაზურაბ ჩიკვილაძემ, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა და თბილისის საკრებულოს წევრმა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარული ოლქიდან რიმა ბერაძემ დაათვალიერეს. გამგეობის დაფინანსებით, სკვერის ტერიტორიაზე დაიგო ბალახის საფარი, დამონტაჟდა საბავშვო გასართობი მოედანი, სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა განათება და დეკორატიული ფილებით საფეხმავლო ბილიკები მოეწყო. დღესვე, ახლადგახსნილ სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა, სადაც ხე-მცენარეები და დეკორატიული ბუჩქები დაირგო. ჩუღურეთის რაიონს მიმდინარე წელს, ექვსი ახალი სკვერი შეემატა, არსებულ 33 სკვერს კი, აღდგენა-რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
(NS)
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)