11:50 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-09 15:45:15, 2750 ნახვა

მსოფლიო
„ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომს დასრულებულად ვაცხადებთ“ - ერაყი ტერორისტებისგან გათავისუფლდა

ერაყის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ქვეყანა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოსგან“ მთლიანად გათავისუფლებულია, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სახელისუფლებო ძალებმა სირიასთან საზღვარზე კონტროლი დაამყარეს.

„ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სრული კონტროლი დაამყარეს ერაყ-სირიის საზღვარზე და ამით ჩვენ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ომს დასრულებულად ვაცხადებთ“, - განაცხადა პრემიერმა. 

ცნობისთვის, „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის რეგიონები 2014 წელს დაიპყრო, მათ შორის ქვეყანაში სიდიდით მეორე ქალაქი მოსული. 2017 წელს მასშტაბური ოპერაციის შემდეგ მოსული გაათავისუფლეს, შემდეგ კი საომარი მოქმედებები ტერორისტების მიერ კონტროლირებად სხვა რეგიონებშიც გაგრძელდა. გარდა ამისა, 5 ოქტომბერს ერაყის არმიამ კირკუკის პროვინციაში მდებარე ქალაქ ჰავიჯაზე კონტროლი დაამყარა, რომელიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოლო საყრდენი იყო ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ღია ჩვენებასთან დაკავშირებით, 7 ივლისიდან 21 ივლისის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics